ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება წულუკიანის საგამოძიებო კომისიას ეხმაურება და "დამნაშავეების" დასჯას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ეხმაურება და "დამნაშავეების" დასჯას ითხოვს.

"ეჭვგარეშეა, რომ პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისა და ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ", - აცხადებს ე.წ. საგარეო უწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში 2008 წლის ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სადაც უკვე დაიკითხა ყოფილი სამხედროები და პოლიტიკოსები".

"სამხრეთ ოსეთისთვის" 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, რუსი და ოსი სამშვიდობოების დაღუპვა და ათასობით მოქალაქის ტანჯვა, იყო და რჩება მოუშუშებელ ჭრილობად", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი