სირიის პრეზიდენტმა ალ-შარაამ გარდამავალი მთავრობა წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც ქრისტიანი ქალია

გამოქვეყნდა:

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ გარდამავალი მთავრობა დააკომპლექტარომლის შემადგენლობაშიც 23 მინისტრი იქნება. ახალ გაფართოებულ და მრავალფეროვან კაბინეტში შედის როგორც ალავიტი იარუბ ბადრი, რომელიც ტრანსპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ასევე ამგად ბადრი, რომელიც ეკუთვნის დრუზთა თემს, უხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

"ახალი მთავრობის ფორმირება - ეს არის ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად ჩვენი ერთობლივი ნების გამოხატულება," - თქვა ალ-შარამ სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ფორმირების აღსანიშნავად.

მთავრობას არ ეყოლება პრემიერ მინისტრი, სავარაუდოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებას ალ-შარა უხელმძღვანელებს. ექსპერტების მოსაზრებით, ალ-შარა ცდილობ სირიელებსა და მსოფლიოს აჩვენოს, რომ ახალი მთავრობა ასახავს სირიის მრავალფეროვნებას. დასავლეთი და არაბული ქვეყნები სირიის ახალი მმართველებზე  ახორციელებდნენ ზეწოლას იმ მიზნით, რომ ჩამოეყალიბებინათ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად ინკლუზიური იქნებოდა ქვეყნის მრავალფეროვან ეთნიკურ და რელიგიურ თემებისთვის. ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სირიის დასავლეთ სანაპიროზე ასობით ალავიტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. სწორედ ალავიტთა სექტიდან იყო ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაშარ ასადი.

გამოცდილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჰინდ კაბავატი, სირიის ქრისტიანული უმცირესობის წევრი და ასადის დიდი ხნის ოპონენტი, დასახელდა სოციალური საქმეთა და შრომის მინისტრად, ის არის პირველი ქალი, რომელიც დანიშნა მთავრობაში ალ-შარაას მიერ.

მუჰამედ იოს ბერნიეჰი დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ხოლო მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრებმა - მურჰაფ აბუ კასრა თავდაცვის,  ასად ალ-შიბანმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები შეინარჩუნეს.

ალ-შარაას ხელმძღვანელობით მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი კაბინეტი სირიას დეკემბრიდან, ასადის ჩამოგდების შემდეგ, მართავს. იანვარში ალ-შარა დაინიშნა დროებით პრეზიდენტად და მან პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებდა ინკლუზიურ გარდამავალ მთავრობას, რომელიც ააშენებდა სირიის განადგურებულ საჯარო ინსტიტუტებს და ქვეყანას მიიყვანდა არჩევნებამდე, რომლის ჩატარებისთვის ქვეყნის მომზადებას შესაძლოა 5 წელიც კი დასჭირდეს.

ლ-შარას განცხადებით, მან შექმნა  საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა სირიელი მაშველების "თეთრი ჩაფხუტების" ლიდერი რაედ ალ-სალეჰეს მაშველები მუშაობდნენ ამბოხებულების მიერ დაკავებულ რაიონებში,.

ამ თვის დასაწყისში სირიამ გამოსცა საკონსტიტუციო დეკლარაცია, რომელიც შექმნილია ალ-შარას ხელმძღვანელობით იმისთვის, რომ გახდეს შუალედური პერიოდის მმართველობის საფუძველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი