"ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ ვაპირებ, არ მინდა მოსკოვისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული" | გიორგი თარგამაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს საღამოს, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ, არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული. დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ"

აცხადებს ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი