დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს რომ ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭი მესამე ვადითაც იყაროს, რაც აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად აკრძალულია. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მესამედ დაბრუნებაზე NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის შესაბამისი მეთოდები არსებობს.
"ბევრს უნდა რომ მე ეს გავაკეთო. მაგრამ მე ძირითადად ვპასუხობ, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ძალიან ადრეა. არ ვხუმრობ, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე ფიქრი."- განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, სურდა თუ არა მას კიდევ ერთი ვადა, პრეზიდენტმა უპასუხა: „მომწონს მუშაობა“.
კითხვაზე, წარუდგინეს თუ არა მას გეგმები, რაც მას მესამე ვადით არჩევის უფლებას მისცემს ტრამპმა განაცხადა, რომ "არსებობს მეთოდები, რომელთა გაკეთებაც შესაძლებელია“. ერთ-ერთ მეთოდად კი ვიცე-პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტად კენჭისყრა და შემდეგ ამ როლის ტრამპისთვის დათმობა დაასახელა.