ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ქართველი გენერლების დაკითხვის ფონზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, ადგილობრივი ოპოზიცია უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოსურ ტელეგრამარხებზე უკვე გაჩნდა მოთხოვნა, ქართველი სამხედროების დასჯასთან დაკავშირებით.
"სანამ საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ კითხავს სამხედროებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ცხინვალის მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვის შესახებ, სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ოფიციალური პროტესტი ან საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა.
რატომ არ იწყებს სამხრეთ ოსეთი საკუთარ გამოძიებას 2008 წლის აგვისტოს დანაშაულებებზე? არის თუ არა მზად რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, მოსთხოვოს თბილისს ომის დანაშაულში ბრალდებულების ექსტრადირება? "- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამარხებზე ვრცელდება.