სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა

გამოქვეყნდა:

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის [ОДКБ] სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან

„სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ОДКБ -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს გადაწყვეტილების ხელმოწერისგან „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დეპარტამენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ОДКБ -ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება.

იქამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ОДКБ -ს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ "სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი