რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის დღესასწაულზე მიიწვიეს - წერს მედია.
„ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას, შემდეგ აგზავნიან და მიმღებები აქვეყნებენ ინფორმაციას“ - აცხადებს ზახაროვა.
ინფორმაცია, რომ ივანიშვილის ე.წ. პრეზიდენტი ყაველაშვილი 9 მაისს შესაძლოა მოსკოვში ჩავიდეს და წითელ მოედანზე დადგეს, ენმ-ის წერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გაავრცელა.