საფრანგეთის სასამართლომ ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში ლე პენი დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში დამნაშავედ ცნო.

ამ გადაწყვეტილების გამო ლე პენს, შესაძლოა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს.

სასჯელი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

პროკურორები ითხოვენ, რომ ლე პენს 5 წლით აეკრძალოს თანამდებობის დაკავება, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებს თუ არა პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას, ე.წ. "დროებითი აღსრულების" ღონისძიების გამოყენებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი