მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 056-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა და 2 056 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.

ამ დროისთვის დაშავებულია 3 900-მდე ადამიანი, ხოლო 270 დაკარგულად მიიჩნევა. მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც. ტაილანდში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს, დაშავებულია 42 და დაკარგულია 78.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი