ბელგიაში გამართული ანტისამთავრობო აქციების გამო ავიამიმოსვლა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეები მთავრობის დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. დაგეგმილი რეფორმის მიხედვით ის მოქალაქეები, ვინც პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობდნენ და 35-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ; ხოლო ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა, 35-წლიანი სტაჟის არქონის გარეშე, ჯარიმით დაისჯება. Reuters-ი წერს, რომ ახალი რეფორმა ნაკლებად ხელსაყრელია დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის.
აქციის გამო შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა, ბრიუსელის სავაჭრო რაიონში ზოგიერთ მაღაზიასთან მისასვლელებიც დაბლოკეს, როგორებიცაა Foot Locker, Kiko Milano, Zara, Primark და Pull & Bear.
მანამდე, ბელგიის მოქალაქეებმა საპენსიო და შრომის ბაზრის რეფორმა თებერვალშიც გააპროტესტეს.