"დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით უკმაყოფილოა" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით უკმაყოფილოა. ეს განცხადება ლევიტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა დარწმუნებულია თუ არა ტრამპი, რომ ის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

ლევიტის თქმით, ამერიკული მხარე ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს:

"პრეზიდენტი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დასამყარებლად და მან გამოხატა თავისი უკმაყოფილება კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერების მიერ გაკეთებული კომენტარებით. მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს", - თქვა პრესსპიკერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი