ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, "პეკინისა და მოსკოვის თანამშრომლობა ურყევი და ძლიერია. ამის შესახებ მინისტრმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსულ სამთავრობო გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და თანამშრომლობამ საერთაშორისო ტურბულენტობის ძლიერ ტესტს გაუძლო და ახლაც ისეთი ურყევი და ძლიერია, როგორიც მთა ტაიშანია. ჩვენ სრულიად გვესმის და მხარს ვუჭერთ რუსეთს, რომელიც იცავს თავის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს დიპლომატიური გზებით", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბეიჯინგი და მოსკოვი "სამუდამოდ მეგობრები არიან, არასოდეს მტრები".
"პრინციპი "სამუდამოდ მეგობრები, არასოდეს მტრები"... ემსახურება მყარ საფუძველს სტრატეგიული თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე წინსვლისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.