"13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში... 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში - ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!" | კუპრაძე

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად, დღეს, 13:00 საათზეა დაბარებული.

კუპრაძის ცნობითვე, ხაზარაძე პროკურატურაში ბრალის წარსადგენადაც დაიბარეს.

"ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას!

13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად.

14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად.

ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!" - წერს ირაკლი კუპრაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი