მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 719-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მიანმარის სამხედრო ლიდერის, მინ აუნგ ჰლაინგის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა 2 719-ს მიაღწია და სავარაუდოდ, 3000-ს გადააჭარბებს. ამ დროისთვის დაშავებულია 4 521 ადამიანი, 441 კი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც.