"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბრალის წარდგენის შემდეგ, თბილისის პროკურატურა დატოვა. მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მოითხოვს თუ არა პროკურატურა პატიმრობას, ჯერჯერობით უცნობია.
"პროკურორმა წამიყენა ბრალი და შესაბამისად ალბათ, გვეცოდინება ხვალ სასამართლოზე რას მოიცავს ეს ბრალეულობა. მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს ამ ბრალში განსაზღვრული ან სასჯელი ეს ვერანაირად შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას რომ ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, კომისია არის ცირკი..." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ოლიგარქის პროკურატურამ, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის" ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.