პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, დათქმით - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მაგრამ დათქმით - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან  - წერს სოციალურ ქსელში "ახალისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

მისივე განცხადებით, ამ თემაზე კოალიციის წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით.

"პარტია “ახალი”  ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. 
მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. 
პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი  ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი.
ამ საკითხზე “კოალიცია ცვლილებისთვის” სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით." წერს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი