ვადასტურებ, ამერიკული მხარისგან მივიღეთ ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი | სიბიგა

გამოქვეყნდა:

"ვადასტურებ, რომ 28 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა. 

მისივე თქმით, უკრაინას აქვს საკუთარი კანონმდებლობა ამ ტიპის დოკუმენტების დამუშავებასთან დაკავშირებით და "აუცილებელი შიდა პროცედურები უკვე დასრულებულია".

სიბიგამ ასევე დაადასტურა ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების დაწყება. მისი თქმით, პირველი რაუნდი უკვე შედგა. მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილებაა ხელი მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც შეერთებული შტატების, ასევე უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი