"არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ პლატფორმის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარ ე.წ. არჩევნებს, რაც ფაქტია, არჩევნები არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მდგომარეობა, რაც გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში, დამოკიდებული და დამონებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას და იმ პარტიაში რამდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს,"
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძის არჩევას ეხმიანება.