"ოცნების" პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა. ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი ოცნების 79 დეპუტატმა დაუჭირა. ანრი ოხანაშვილი თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. ამ პოსტზე მან გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა, რომელსაც ოცნება ახალ უწყებას  - რეგიონული განვითარების სამინისტროს უქმნის. თავად ანრი ოხანაშვილი რამდენიმე თვით ოცნების იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.  იუსტიციის უწყებაში მას პაატა სალია ჩაანაცვლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი