"საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ქვეყანას,ხედავთ რა ხდება, საფრანგეთში არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. ამ დროს ჩვენთან ისეთ საკითხებზე აქვთ შენიშვნები, რაც არ იმსახურებს. ისინი არ უნდა ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში, მითუმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა.ჩვენი ელჩები ასეთ რამეს არ აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მანკიერება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში საფრანგეთში, დღეს აბსოლუტურად ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავთ."
განაცხადა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კრიტიკის პასუხად.