გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს | კობახიძე

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს - თანამდებობაზე კობახიძემ კახაბერ გულედანი წარადგინა. 

მიზეზად კობახიძემ "განსხვავებული შეხედულებები" დაასახელა. 

"გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების  მინისტრის თანამდებობას... იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორ მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები," თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი კობახიძემ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად 2 აპრილს დაასახელა. 

რაც შეეხება გულედანს: 

"წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას" - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი