რიგიდან108 მგზავრი ჩამოფრინდა, მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია - აეროპორტების გაერთიანება

გამოქვეყნდა:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 6 თვიანი პაუზის შემდეგ რიგა-ქუთასი რეისით  ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის COVID-19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.

ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ოქტომბერს ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი