დღეს ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდება

გამოქვეყნდა:

დღეს, 4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდება ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ, რიგის მიმართულებით. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საწყისი ეტაპისთვის რიგის მიმართულებით მომხმარებელს კვირაში ერთხელ შეეძლება გაფრენა. 

აქვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენას ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია Ryanair-იც გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, ფრენები მაისის ბოლოდან უნდა აღდგენილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით - პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ 1-ლი ოქტომბერი, ბოლო კი 1-ლი ნოემბერი დაასახელა. 

30 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ თქვა, რომ რეგულარული ფრენების დაშვებას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოჰყვებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი