კრივი რიჰზე, რუსეთის მორიგი ტერორისტული თავდასხმის გამო დღეს, 6 აპრილი, უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსებმა ქალაქი ბალისტიკური რაკეტებით 4 აპრილს დაბომბეს. დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი. მათგან ყველაზე პატარა- 3 წლის ტიმოფეი იყო.
ბავშვები არიან დაშავებულთა შორისაც, ჯამში, რუსული თავდასხმის შედეგად 70-ზე მეტმა მშვიდობიანმა უკრაინელმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ისინი ამჟამად საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს.