"რომც ვიცოდე, არ მაქვს უფლება სხვის მაგივრად ვისაუბრო; რომც არ ვიცოდე, არც ეს არის გასაკვირი" | გაბაიძე რიჟვაძის გადადგომის მიზეზებზე

გამოქვეყნდა:

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, რომ სხვის მაგივრად ვისაუბრო,“ – ასე პასუხობს აჭარაში, "ოცნების" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე "აჭარა თაიმსის" კითხვას, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით. გაბაიძე ჟურნალისტებს რიჟვაძესთან ამისამართებს და ამბობს:

"მე ვიცი, თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რომც არ ვიცოდე, არც ეს არ არის გასაკვირი. როცა პირად გადაწყვეტილებაზეა საუბარი, პირად გადაწყვეტილებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ის პირადია და სხვისთვის არ არის მისაწვდომი" ამბობს გაბაიძე.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს, Facebook პოსტით დატოვა. კობახიძემ და ყაველაშვილმა იმავე დღეს მის შემცვლელად სანქცირებული პოლიციელი, სულხან თამაზაშვილი წარადგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი