კიევზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაღუპული მამაკაცის ცხედარი დარნიცის რაიონში იპოვეს.
რუსებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. დაზარალდა კიევის ოლქი, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ხმელნიცკის ოლქი, ჩერკასის ოლქი და მიკოლაივის ოლქი. თავდასხმას მოჰყვა ხანძრები და ნგრევა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის თავზე გაუშვა სხვადასხვა ტიპის 23 რაკეტა - 9 Kh-101/Kh-55SM ფრთოსანი რაკეტა- Tu-95MS თვითმფრინავიდან სარატოვის რეგიონიდან, 8 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვიდან, 6 ისკანდერ-M ბალისტიკური რაკეტა ბრიანსკის რეგიონიდან. აგრესორმა ასევე გამოიყენა 109 შაჰიდის ტიპის დრონი.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 13 რაკეტა, 40 დრონი, 6 ერთეული Kh-101/Kh-55SM ფრთოსანი რაკეტა; 6 კალიბრის ფრთოსანი რაკეტა და 1 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ გაანეიტრალა.