გასული კვირის განმავლობაში 1460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს; ასეთი თავდასხმები პუტინის პასუხია ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ყველა დარტყმა ჩვენი ხალხის, შვილების წინააღმდეგაა. ისინი ებრძვიან ბავშვებს სათამაშო მოედნებზე... - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმებზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის - შემოთავაზებულ მშვიდობაზე: 

"რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ამას ადასტურებს ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. ღამით კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დარტყმები იყო დრონებით მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებზეც.

საჰაერო დარტყმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამას დაუშვებს.

გასული კვირის განმავლობაში მათ გაუშვეს 1460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 670 თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა უკრაინის ქალაქების, სოფლებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათგან 2 ათზე მეტი ამ ღამით.

ყველა დარტყმა ჩვენი ხალხის, შვილების წინააღმდეგაა. ისინი ებრძვიან ბავშვებს სათამაშო მოედნებზე...

ასეთი თავდასხმები პუტინის პასუხია ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა პარტნიორმა დაინახა - ამერიკამ, ევროპამ, მთელმა მსოფლიო, რომ რუსეთი აპირებს ბრძოლისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ, არ შეიძლება მოდუნება." წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის დედაქალაქზე რუსებმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით, მასიური იერიში მიიტანეს. ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კი 4 აპრილს, კრივი რიჰზე მოხდა, რასაც 19 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 9 ბავშვია.

დღეს უკრაინაში გლოვის დღეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი