სანქცირებული თამაზაშვილი აჭარის "ოცნების" მთავრობის თავმჯდომარედ, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა. "აჭარის ტელევიზიის" ცნობით, "თამაზაშვილსა და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა."

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა და მასზე ჟურნალისტები არ დაუშვეს

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. იმავე დღეს, კობახიძემ და ყაველაშვილმა რიჟვაძის შემცვლელად თამაზაშვილი წარადგინეს. 

სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი