რეჟიმის 8 პატიმრის მორიგი სასამართლო პროცესი 23 აპრილს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 ადამიანის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. რეჟიმის ტყვეების საქმის განხილვა 23 აპრილს 15:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელი სხდომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსამართლემ დარბაზი შეცვალა, რადგან ნომერ მესამე დარბაზში, ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო, ბრალდებულებს დენმა დაარტყა

დღეს ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი