შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა  რეორგანიზაცია გამოაცხადა. მან შესაბამის ბრძანებას ხელი 3 აპრილს მოაწერა.

„საქართველოს პარლამენტის აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია პარლამენტის აპარატში 2025 წლის 3 აპრილიდან რეორგანიზაციის განხორციელება, რის შედეგადაც შეიცვლება მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 104-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის  მე-2 პუნქტის „კ“ და „შ“ ქვეპუნქტებისა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-5 მუხლის პირველი და მე-3−მე-5 პუნქტებისა და მე-8−მე-10 მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის კახა ოქროჯანაშვილის 2025 წლის 3 აპრილის №2-4496/25 წერილის საფუძველზე“, - წერია დოკუმენტში.

რეორგანიზაცია ცხადდება პარლამენტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
  • სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საორგანიზაციო დეპარტამენტი;
  • საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საქმისწარმოების დეპარტამენტი;
  • მანდატურის სამსახური;
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

რეორგანიზაციის განხორციელებისათვის პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი და მას დაევალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოს: 

"რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის მიწოდება; 

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა, რეორგანიზაციის განხორციელების გეგმისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი აქტებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტების შემუშავება, თანამდებობათა დასახელებებისა და ადამიანური რესურსის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 

ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადების დღიდან. 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)." ნათქვამია დოკუმენტში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი