"ჩვენი დარტყმები ექსკლუზიურად სამხედრო ობიექტებზეა" | პესკოვი კრივი რიჰზე, სადაც რუსებმა 9 ბავშვი მოკლეს

გამოქვეყნდა:

კრემლის სპიკერმა პესკოვმა კომენტარი გააკეთა კრივი რიჰზე, პარასკევს განხორციელებულ დარტყმაზე და თქვა, რომ რუსეთი მხოლოდ "სამხედრო ობიექტებს" ურტყამს: 

"ჩვენი სამხედრო დარტყმები ექსკლუზიურად სამხედრო და გასამხედროებულ ობიექტებზეა. თავდასხმები არ არის სოციალურ ობიექტებზე ან სოციალურ ინფრასტრუქტურაზე", - თქვა პუტინის სპიკერმა.

კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა,მათგან 9 ბავშვია. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია, სადაც საბავშვო მოედანია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი