კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ კინშასა მდინარე კონგოზე მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მდინარემ ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ახლახან მიაღწია თავის უმაღლეს დონეს. პრეზიდენტის მოადგილის განცხადებით, მდინარის ერთ-ერთი შენაკადი ადიდდა, რის შედეგადაც მაცხოვრებლები გამოსვლას ვერ ახერხებენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის 26 რაიონიდან წყალდიდობის გამო დაახლოებით ნახევარი დაზარალდა. ასევე ქალაქის ყველაზე დატვირთული გზა, რომელიც ცენტრს საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს, გაუვალია, ისევე როგორც ზოგიერთი ავტომაგისტრალი, რომელიც აკავშირებს დედაქალაქს ქვეყნის მთავარ პორტთან, მატადთან.
ქალაქში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ადგილობრივები ხელისუფლებას არასაკმარის დახმარებასა და ნელა რეაგირებაში ადანაშაულებენ.
გამოცემა BBC-ი წერს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ძლიერმა წვიმამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთიც დააზარალოს.