დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.

"გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა მოლაპარაკება ჩვენთან მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს ჩვენთან შეხვედრები, დაუყოვნებლივ დაიწყება", - დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი