EU აშშ-თან "მოლაპარაკებისთვის მზადაა" და სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას სთავაზობს | ურსულა ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან "მოლაპარაკებისთვის მზადაა" და სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას სთავაზობს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის. მართლაც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის... ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, დიდ ხარჯებს იწვევს აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ დიდი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

კითხვაზე, როდის წარადგინა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფის შეთავაზება, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ შეთავაზება ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადებამდე "დიდი ხნით ადრე". ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირს საკითხის "მოლაპარაკების გზით მოგვარება" ურჩევნია, თუმცა მკაცრად თამაშისთვისაც მზად არის.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი