"პრორუსულმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილის მოსკოვთან დააახლოვა" | აშშ-ისა და NATO-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კავოლი

გამოქვეყნდა:

აშშ-ისა და NATO-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი დღეს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. გამოცემა  Kyiv Post-ი წერს, რომ კავოლი უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან, NATO-სთვის მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრებს.

მედიასაშუალების ცნობით, გენერალი შეეხება საქართველოს საკითხსაც და ისაუბრებს მოლდოვაზეც:

"საქართველოში პრორუსულმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილის მოსკოვთან დააახლოვა. 

მოლდოვაში რუსეთის გავლენა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაძლიერდა, რადგან მოსკოვი ჩაერთო ხმებს თაღლითურად მოსყიდვაში, არჩევნებთან დაკავშირებულ კიბერშეტევებში და საარჩევნო უბნებზე ცრუ დაბომბვის მუქარებით და გამოიყენეს პროფესიონალი აგიტატორები არეულობის განზრახ პროვოცირებისთვის," - განაცხადებს კავოლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი