აშშ აგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კონტიგენტი ჟესოვ-იასიონკას აეროპორტიდან გადის | პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კონტიგენტი ჟესოვ-იასიონკას აეროპორტიდან გადის - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში. 

"დახმარება გრძელდება. როგორც დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სახით, ასევე სამხედრო ტვირთის გადაცემით, რომელიც მუდმივად ხორციელდება", - განაცხადა მინისტრმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება ჟესოვ-იასიონკას დატოვების შესახებ, არ გულისხმობს რადიკალურ ცვლილებებს და „მოკავშირეები იღებენ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ლოჯისტიკური კერის დაცვაზე“.

„იასიონკას ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა გადადის ნატოზე და ამაზე ვსაუბრობთ 2024 წლის ივლისიდან. აშშ-ის ჯარები რჩებიან პოლონეთში, მაგრამ სხვა ადგილებში. ამჟამად იასიონკას მისიაში ძირითადად ნორვეგიის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ჯარები მონაწილეობენ, ისევე როგორც სხვა მოკავშირეები “, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმითვე, „დღეისთვის, ტრანსპორტირებული ტვირთის 95% - როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარება, პოლონეთზე გადის“.

ცნობისთვის, ჟესოვ-იასიონკას აეროპორტი პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მოსალოდნელი აგრესიის გამო, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში 1 700 ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი