დომინიკის რესპუბლიკაში, ღამის კლუბში ჭერი ჩამოინგრა | დაიღუპა სულ მცირე 79 ადამიანი, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა

გამოქვეყნდა:

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოში მდებარე კლუბში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებსნ. 

ინციდენტის დროს კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. დაახლოებით 400 მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

Jet Set სანტო-დომინგოში პოპულარული ღამის კლუბია. დამსწრეთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები, მათ შორის ბეისბოლის ყოფილი მოთამაშე, ოქტავიო დოტელი, რომელიც ასევე დაიღუპა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი