ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე "წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა" ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენა "COV 19/2020" გაიხსნა.

მსოფლიოში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოფენა არის ბეჭდური სახის. 

გამომდინარე მსოფლიო პანდემიური სიტუაციიდან უცხოელმა მხატვრებმა ვერ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ შევიმუშავეთ ახალი კონცეფცია, ეს კონცეფცია მოიცავს, რომ ნახატები წარმოჩენილიყო ფოტო ბეჭდური სახით. საქართველოსი გამოფენა გაიმართება სამ ეტაპად: ეს არის, 3 ოქტომბერს, რომელიც გაიხსნა გაგრძელდება 8 ოქტომბრის ჩათვლით. შემდეგ გაიხსნება 17-დან 22 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ იქნება ნოემბერში, - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

 გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ლიბანიდან და საქართველოდან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი