"ოცნების" პრემიერი "ცარიელ სპეკულაციებს" უწოდებს 9 აპრილთან დაკავშირებით მისი განცხადების შეფასებებს. ირაკლი კობახიძე ისევ "დიფ სთეითზე" საუბრობს და ამბობს:
"ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა , სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს . ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს დიფ სთეითი ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, როგორც თავის დროზე , 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კგბ. საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს დიფ სთეითი და ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას . ეს უნდა დასრულდეს. " უთხრა კობახიძემ პროპაგანდისტულ მედიას.
შეგახსენებთ, კობახიძე დღეს 9 აპრილის მემორიალთან ვერ მივიდა. ის ცოტა ხნის წინ, სამებაში იმყოფებოდა. იქამდე კი 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა.
რუსთაველის გამზირზე, ამ დრომდე არიან შეკრებილები რეჟიმის პატიმრების მშობლები და მოქალაქეები, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს და არ აპირებენ "ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები გმირების მემორიალთან მიუშვან.