"ყველაფერი სწორად თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა..." | რუსი სენატორი პუშკოვი კობახიძის ერთ-ერთ განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი კობახიძის სიტყვებს იწონებს და წერს, რომ Deep State-სა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მან "სიმართლე თქვა":

"სიღრმისეული სახელმწიფო [ Deep State] უკვე აღარ არის წმინდა ამერიკული ფენომენი, არამედ გლობალურია. ის ასევე არსებობს საერთაშორისო დონეზე. ის თავის პროტეჟეებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პოზიციებზე, ისევე როგორც, მაგალითად, როტშილდებმა და მათმა სტრუქტურებმა შექმნეს მაკრონი და დააყენეს საფრანგეთის სათავეში და ევროპაში ბევრი ასეთი მაგალითია. ის აუქმებს კენჭისყრის შედეგებს, რომლებიც მას არ მოსწონს და ხსნის არასასურველ კანდიდატებს რბოლიდან. ის მიმართულებებს აძლევს ლიბერალურ მედიას და მანიპულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია მისი ფილიალებია. ეს გლობალური სიღრმისეული  სახელმწიფო მიზნად ისახავს ომის გაგრძელებას უკრაინაში - ყველაფერი სწორად თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა კობახიძემ. მას [Deep State-ს ] სძულს ტრამპი და გადაწყვეტილი აქვს მასზე მეტი იცოცხლოს." წერს  ტელეგრამ არხზე 8 აპრილს, პუშკოვი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი