დომინიკის რესპუბლიკაში კონცერტის დროს ღამის კლუბის ჩამონგრევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორისაა მომღერალიც

გამოქვეყნდა:

დომინიკის რესპუბლიკაში სამშაბათს საღამოს, 8 აპრილს ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს 400-მდე მაშველი ამ დრომდე ეძებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში სანტო-დომინგოში, პოპულარული კლუბის Jet Set-ის სახურავი მოულოდნელად ჩაინგრა იმ დროს, როდესაც იქ მერენგეს პოპულარული შემსრულებლის რუბი პერესის კონცერტი მიმდინარეობდა. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ მომღერალი ნანგრევების ქვეშ მოექცა, თუმცა ცოცხალი იყო. მოგვიანებით კი მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მომღერლის ცხედარი აღმოაჩინეს.  დაღუპულთა შორისაა მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორიც. დადასტურდა ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშის დაღუპვაც.

ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია ისიც, თუ როდის გაიარა შენობამ ბოლო შემოწმება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ღონისძიების დროს ადგილზე 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა.

დომინიკის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი