ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ზრდის

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზად ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრის მიმართ "გამოჩენილი უპატივცემულობა" დაასახელა.

მისივე გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ 75-მდე ქვეყანამ აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, მათ ახალ საპასუხო ტარიფებს 90 დღით შეუჩერებს და მხოლოდ 10%-იანი ტარიფით შემოიფარგლება.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე  25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი