სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედია, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"რია ნოვოსტის" ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს - მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, მხარეები ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების ნორმალიზების საკითხებს განიხილავენ, უკრაინის საკითხი განხილული არ იქნება. შეხვედრა სულ მცირე 4 საათი გაგრძელდება.