"1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, ულამაზესი თბილისი, შოთა რუსთაველი და ქართველები დგანან პარლამენტის წინ ქართული დროშებით, იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის და მღერიან სიმღერებს.
9 აპრილის ღამის 4:00 საათზე მოსკოვმა გასცა ბრძანება ამ ხალხზე თავდასხმის შესახებ და რუსი ჯარისკაცები სამხედრო ნიჩბებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას. მათ მოკლეს 20 ადამიანი, ძირითადად ქალები, სამხედრო ნიჩბებით შოთა რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მახლობლად.
ახლა ისევ 2025 წლის აპრილია, ქართველები ქუჩებში არიან, ისინი შოთა რუსთველის გამზირზე დგანან, დგანან თავიანთი პარლამენტის მახლობლად, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და კვლავ მოსკოვი ესხმის თავს მათ. ამჯერად არა რუსი ჯარისკაცების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას საქართველოში. მათ აქვთ უფლება იყვნენ თავისუფლები, იყვნენ დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო.
მინდა ვუთხრა ქართველ ხალს, რომ ყველაზე ბნელი მომენტი მზის ამოსვლამდეა და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს დღე დადგება და ბევრ რამეზე სწრაფად... საქართველოს გაუმარჯოს"
- ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.