ახალი პოლიტიკური მოძრაობა "სართული - ახალი თაობის ძალა" დაფუძნდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა - "სართული - ახალი თაობის ძალა" დაფუძნდა. მოძრაობაში იქნებიან ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები, პროტესტში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდები.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა აღნიშნა, მოძრაობაში ელოდებიან ყველას, ვისაც არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოსწონს და მოქმედებაზე გადასვლა სურს.

 

"საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ, ჩვენ და ჩვენს გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება, დღეს ბევრნი აქ არ არიან, მაგრამ მთელი საქართველოდან არიან და წარგიდგენთ, გაგაცნობთ, ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სივრცეში და ხალხი, მათ შორის, ჩვენც, ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი და ვაპროტესტებთ - სხვადასხვა სფეროებიდან ვაკეთებთ ამას...

გუშინდელმა საპროტესტო დღემაც ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით, დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი და ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც, სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს - აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი