ლიეტუვის სასამართლომ 83 წლის კაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 8 წელი მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის სასამართლომ 83 წლის ედუარდას მანოვასს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

მანოვასს, რომელსაც აქვს როგორც ლიეტუვის, ისე რუსეთის მოქალაქეობა, სასამართლომ განაჩენი  დანაშაულის ნაწილობრივი აღიარების შემდეგ გამოუტანა.

მან აღიარა არასაიდუმლო ინფორმაციის გაგზავნა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო განკუთვნილი დაზვერვის აგენტებისთვის.

მანოვასი 2024 წლის იანვარში დააკავეს, მაგრამ ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლომდე არ გავრცელებულა.

მანოვგასი იყო კონსერვატიული პარტიის  "სამშობლო კავშირი - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები", და იყო ლიეტუვის პოლიტპატიმრებისა და დეპორტირებულთა კავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის საბჭოს წევრი.

ის კონსერვატორებიდან გასული წლის დეკემბერში გარიცხეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მანოვასი 2018 წლიდან მუშაობდა რუსეთის ГРУ-სთვის და აგროვებდა არასაიდუმლო, მაგრამ მოსკოვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ლიეტუვის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი