ტვ პირველის ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ჯიოშვილის "სამართალდარღვევის" საქმის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
პროცესზე აჩვენეს ის ვიდეო, რომლის გამოც ოლიგარქის შსს-მ ჯიოშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
ვიდეოში ჩანს ავტომობილი, რომელსაც აქვს შსს-ს საშვი. ავტომობილის მძღოლი საკრებულოს წინ მოძრაობის წესებს არღვევს და როგორც ვიდეოში ჯიოშვილი ჰყვება, აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს. მძღოლს საპატრულო პოლიცია აჩერებს, თუმცა ჯარიმას არ უწერს. ამის მიმართ პროტესტის ნიშნად, ლაშა ჯიოშვილი ვიდეოში იგინება.
მხარეებს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მოუსმინა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება კი პირველ მაისამდე გადადო.