ქართულმა ბანკებმა სანქციების აღსრულება დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი გაბიტაშვილს, კოკა კაციტაძესა და შალვა ბედოიძეს პლასტიკური ბარათები დაუბლოკეს და სისტემაში აღარც მათი ანგარიშები იძებნება.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ბრიტანეთის მიერ, ფინანსური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე საათში, ოლიგარქის მთავარმა პროკურორმა წვდომა დაკარგა 250 000-ლარიან დანაზოგზეც, რომელსაც ის TBC ბანკში ინახავდა.
დეკლარაციის მიხედვით, მას ამავე ბანკში ჰქონდა გახსნილი სახელფასო ანგარიშიც.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა დღეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდათ, (შს მინისტრის მოადგილე) შალვა ბედოიძეს, (სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე) მირზა კეზევაძეს, (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი) კარლო კაციტაძეს და (გენერალური პროკურორი) გიორგი გაბიტაშვილს.
ოთხივე სანქცირებულს გაეყინება აქტივები და დაუწესდება სავიზო შეზღუდვა.