ნიუ-იორკში ავიაკატასტროფის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ბავშვი და 3 ზრდასრული ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კატასტროფას ემსხვერპლნენ კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.