რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთში YouTube-ის სრულად აკრძალვას მოითხოვს და ვიდეოჰოსტინგს ნეგატიური შინაარსის წყაროდ მოიხსენიებს, ამის შესახებ სიმონიანმა საზოგადოებრივ-ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის სახელწოდებაცაა "ევრაზია - ტრადიციული ფასეულობების ტერიტორია". მისი თქმით, ვიდრე YouTube სრულად შეიზღუდება, მშობლებმა თავად უნდა დაუწესონ შვილებს აკრძალვა.
"ვფიქრობ, YouTube მთლიანად უნდა აიკრძალოს. როგორც ყველა სახის ინფექციის მატარებელი. სამწუხაროდ, აქ არ დგას კარგი შინაარსის ნაკლებობის პრობლემა. ისიც არსებობს, მაგრამ თუ ბავშვს არჩევანს მივცემთ, ის მისთვის სასარგებლოს არ უყურებს. რადგან ბავშვს ალფა-ომეგათი მდიდარი ორთქლზე მომზადებული ორაგულის ჭამას, შოკოლადის და ნამცხვრების ჭამა ურჩევნია,. ასეთია ბუნება. მხოლოდ აკრძალვა.“ - აცხადებს მარგარიტა სიმონიანი. მისი თქმით, მას საკუთარი შვილებისთვის YouTube სრულად აკრძალული აქვს.